01 ივლისი 2026,   02:58
ვრცლად
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაარტყეს ხიდს, რომლის საშუალებით რუსებს სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდათ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ მელიტოპოლსა და სოფელ კონსტანტინოვკას დამაკავშირებელ ხიდს დაარტყეს, რომლის საშუალებითაც ოკუპანტებს სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდათ, - ინფორმაციას უკრაინული მედია მელიტოპოლის მერზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ახლოს არიან. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ხიდის კონსტრუქციის ნაწილი ჩაძირულია. ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია. რუსებმა აღიარეს, რომ ხიდის საყრდენები დაზიანდა.

არალელურად, ოკუპანტი უკრაინის ტერიტორიებზე თავდასხმებს განაგრძობს. ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა სარაკეტო შეტევისას დონეცკის რეგიონში, როგორც უკრაინის პროკურატურა იუწყება, რუსეთმა ქალაქ ჰირნიკის წინააღმდეგ ურაგანის ტიპის სარაკეტო სისტემა გამოიყენა.

ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხერსონში რუსეთის ძალების თავდასხმას. დაბომბვის შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

დღის ამბები