ბულგარეთი უკრაინას პირველ სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. გადაწყვეტილებას ქვეყნის პარლამენტში მხარი 148 დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი სოციალისტები და პრორუსული "აღორძინების პარტია" იყვნენ.
უცნობია, კონკრეტულად რა შეიარაღებას მიაწვდის სოფია კიევს, თუმცა ამ დროისთვის როგორც ცნობილია, ძირითადად მსუბუქ იარაღსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის.
ბულგარეთი უნგრეთთან ერთად ერთადერთი ქვეყანა იყო ევროკავშირში, რომელმაც უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში იარაღის მიწოდებაზე უარს ამბობდა.