ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე ტანსაცმლის მაღაზია გატეხეს. ობიექტზე დილით მისულ მეპატრონეს, კარი გაღებული, ტანსაცმელი კი დაყრილი დახვდათ. დაზარალებულის თქმით, მან სამართალდამცველებს თავად მიმართა.
შსს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე მხილებულია ორი არასრულწლოვანი, გამოიება 177-ე მუხლით დაიწყო.