30 იანვარი 2023,   02:56
ვრცლად
"სარაკეტო შეტევით რუსეთმა ბუდაპეშტის მემორანდუმის იუბილე აღნიშნა" - ზელენსკი ამბობს, რომ ოკუპანტები არცერთ შეთანხმებას არ შეასრულებენ

რუსული ტერორი მეზობელ სახელმწიფოებზეც მოქმედებს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული მასიური სარაკეტო იერიშები, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რეგიონს. ქვეყნის პირველი პირის თქმით, რუსებმა ღამით, ჯამში, 70 რაკეტა ისროლეს, თუმცა მათი უმრავლესობის ჩამოგდება ანტისაჰაერო სისტემებმა მოახერხეს, მიუხედავად ამისა, არის მსხვერპლი.

"სამწუხაროდ, მსხვერპლი არის. ამ დროისთვის, რუსულ იერიშს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ ოჯახებს და მეგობრებს.

რუსული ტერორი, მეზობელ სახელმწიფოებზეც მოქმედებს. მოლდოვაში კვლავ შეფერხებულია ელექტროენერგიის მიწოდება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის უნარი, განახორციელოს ასეთი მასიური ტერაქტები, საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ჩვენი რეგიონისთვის. ამ სარაკეტო შეტევით რუსეთმა ბუდაპეშტის მემორანდუმის იუბილე აღნიშნა. ამ დოკუმენტის ბედი პასუხობს ბევრ აქტუალურ კითხვას რუსეთის შესახებ. ამ ტერორისტებთან მხოლოდ რაღაცის ხელმოწერა მშვიდობას არ მოიტანს. ისინი აუცილებლად დაარღვევენ მათთან მიღწეულ შეთანხმებას," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები