07 თებერვალი 2023,   15:02
ვრცლად
"პუტინის ომი არ არის ნატოს გაფართოების შედეგი, ეს არის ნატო-ს გაფართოების მიზეზი" - ლოიდ ოსტინი

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რუსეთს მოქალაქეების მიზანში განზრახ ამოღებაში ადანაშაულებს - ამის შესახებ მან სამხრეთ კალიფორნიაში რეიგანის ეროვნული თავდაცვის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. როგორც ლოიდ ოსტინი ამბობს რუსეთის მეზობლები მზარდი განგაშით უყურებენ მის იმპერიულ აგრესიას.

"პუტინის ომი არ არის ნატოს გაფართოების შედეგი, ეს არის ნატო-ს გაფართოების მიზეზი. ახლა კი, კრემლის გაუჩინარებული იმპერიისადმი ლტოლვის გამო, ევროპა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების ყველაზე მძიმე კრიზისის წინაშე დგას. როგორც გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს წევრი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამავე საბჭოს წევრი აწარმოებს ომს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს დემოკრატიას 43 მილიონზე მეტი ადამიანისთვის.

რუსულმა ძალებმა უკრაინის ათასობით მოქალაქე მოკლეს, მილიონობით კი გაიქცა. რუსეთის თავდასხმებით ბავშვები დაიღუპნენ, სკოლები და საავადმყოფოები დაინგრა. ასე რომ, რუსეთის მეზობლები მზარდი განგაშით უყურებენ მის იმპერიულ აგრესიას," - განაცხადა ოსტინმა. 

დღის ამბები