ბრიტანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ თავის თავის ბინაში, ლონდონში დააკავეს და შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს "მდიდარი ბიზნესმენი რუსეთიდან.“
3 დეკემბერს გაკეთებულ ამ განცხადებაში დანაშაულთა ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ არ დაასახელა დაკავებულის ვინაობა, თუმცა, რუსეთის საინფორმაციო სააგენტომ „ტასსმა“ ამ პირში ამოიცნო მიხაილ ფრიდმანი, მილიარდერი, ოლიგარქი, რომელიც არის კონგლომერატ „ალფა- ჯგუფის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ამავე დროს, საინვესტიციო ჯგუფის, LetterOne-ის თანამფლობელი.
ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის უწყების თანახმად, 58 წლის კაცი ერთ-ერთი იყო იმ სამიდან, რომლებიც კლეპტოკრატიასთან ბრძოლის სამსახურმა 1 დეკემბერს „მრავალმილიონიან რეზიდენციაში“, ლონდონში დააკავა.
არ არის ცნობილი, რატომ გამოაცხადა უწყებამ დაკავების ფაქტის შესახებ ორი დღის დაგვიანებით. დაკავებული პირი ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებასა და მოტყუების მიზნით შეთქმულებაში. უწყების ცნობით, დააკავეს, ასევე, 35 წლის კაცი, მას ჩანთაში დიდი რაოდენობით ფული აღმოაჩნდა. იმავე ოთახში დააკავეს ბიზნესმენის 39 წლის პარტნიორი ქალის ყოფილი მეგობარი კაცი. სამივე დაკავებული გამოკითხეს და გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს.
„ალფა-ჯგუფის“ პრესამსახურის განცხადებაში, რომელიც 3 დეკემბერს გავრცელდა, წერია, რომ ფრიდმანი არ არის დაკავებული, წერილში არ იყო აღნიშნული, რომ ფრიდმანი გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს.
ლონდონში რუსეთის საელჩომ 3 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოითხოვს დამატებით ინფორმაციას დაკავებულების შესახებ.
ფრიდმანი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რომელსაც უკრაინაში რუსეთის ომის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები შეეხო. ბიზნესმენი სხვებთან ერთად ჩიოდა, რომ მას არავითარი გავლენა არ აქვს პუტინის პოლიტიკაზე.