რუსეთი, სავარაუდოდ, გეგმავს უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი ალყაში მოაქციოს და ტაქტიკური გაჭრა განახორციელოს ჩრდილოეთით და სამხრეთით, ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო 3 დეკემბერს სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
სამინისტრო აცხადებს, რომ მართალია, ბახმუტის დაკავებას შეზღუდული ოპერატიული მნიშვნელობა ექნება, ის რუსეთის არმიას მისცემს შესაძლებლობას, დაემუქროს კრამატორსკს და სლოვიანსკს. Twitter-ით გავრცელებულ ცნობაში სამინისტრო აცხადებს, რომ „არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ბახმუტის აღებას რუსეთისთვის, პირველ რიგში, სიმბოლური, პოლიტიკური მიზანი ჰქონდეს“.