ყვერელში ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის მულტი-დისციპლინური მომსახურების ცენტრი ამოქმედდა. ის ამჟამად, შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საჭიროებების მქონე 40-ზე მეტ ბავშვს ემსახურება. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, ასოციაცია "ანიკას" და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.
ცენტრის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ.