ორწლიანი პაუზის შემდეგ ოცწლიანი ტრადიცია განახლდა - თბილისში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, კონფერენციები, განხილვები და თემატური დისკუსიები. გამოფენა საუკეთესო პლატფორმაა მეწარმეებისა და ფერმერებისთვის როგორც სიახლეების გაცნობისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების, ასევე, საქმიანი კონტაქტების და პარტნიორების მოძიების კუთხით.