04 ოქტომბერი 2026,   12:21
ვრცლად
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა - შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

რამდენიმე წუთის წინ, რუსთავში ერთ-ერთი ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ამ წუთებში ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულნი.

დღის ამბები