05 ოქტომბერი 2026,   02:13
ვრცლად
"ტექნიკური სამუშაოები შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ "eCustoms" სისტემაში" - შემოსავლების სამსახური განცხადება

ტექნიკური სამუშაოები შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ "eCustoms" სისტემაში - შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, 02:00 საათიდან 07:00 საათამდე, ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის გამო, შეიზღუდება მონაცემთა ავტომატიზებული სისტემით - "eCustoms" სარგებლობა.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ვერ შესრულდება მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა "eCustoms"-ის მეშვეობით განსახორციელებელი საბაჟო ფორმალობები, მათ შორის საქონლის დეკლარირება/გაფორმება და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსება/რეგისტრაცია/დადასტურება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულმა შეზღუდვამ შესაძლოა გამოიწვიოს საქონლის გაფორმების პროცედურების და საბაჟო გამშვებ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალებების/ტვირთების გადაადგილების დროებით შეფერხება," - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები