05 ოქტომბერი 2026,   03:00
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრმა პირველი ქართული სამედიცინო საწარმო "დოქტორ გუდსი" დაათვალიერა

ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო მასალების საწარმო დაათვალიერა. "დოქტორ გუდსი" პირველი ქართული საწარმოა, რომელიც საქართველოში ყველა ტიპის ქირურგიულ ნაკრებს და პერსონალური დაცვის საშუალებებს აწარმოებს.

სამედიცინო საწარმოს მიღებული აქვს სამედიცინო მასალების მწარმოებლის, უმაღლესი კლასის სტანდარტის ISO სერტიფიკატი და ევროკავშირის ბაზარზე დაშვებისთვის აუცილებელი სი აი მარკირება. "დოქტორ გუდსს" განვითარებაში სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" დაეხმარა.

"ეს წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. იმიტომ, რომ აღნიშნული სტანდარტებით ჩვენ 2025 წლიდან დავარეგულირებთ სამედიცინო აღჭურვილობას სევე სამედიცინო სახარჯ მასალებს. კლინიკებში ინფექციის კონტროლის კუთხით ერთ-ერთი კომპონენტია სტერილური და მაღალი ხარისხის სამედიცინო სახარჯი მასალები," - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი. 

დღის ამბები