05 ოქტომბერი 2026,   04:16
ვრცლად
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გურგენ გაგნიძე სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გურგენ (გუგა) გაგნიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლის მებრძოლი ბახმუტთან კონტაქტური ბრძოლის დროს მაშინ დაიღუპა, როცა ჯგუფთან ერთად ტყვეების ასაყვანად დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობდა.

ცხედარი აეროპორტიდან პირდაპირ ზესტაფონში გადაასვენეს, სადაც დაკრძალვის ცერემონია შედგება. გაგნიძე უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა და ოცმეთაური იყო.

დღის ამბები