ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში. ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა. 30 წლამდე ქალს ხელში რამდენიმე თვის ჩვილი ეჭირა, ასევე თან ახლდა 7 წლამდე ბავშვი.
ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
სავარაუდოდ მანქანამ ქალს ფეხზე გადაუარა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.
არსებული ინფორმაციით, პაციენტები მოტეხილობებითა და დაბეჟილობებით, თავდაპირველად კლინიკა "რუსთავში" შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
წყარო: "ინფო რუსთავი".