05 ოქტომბერი 2026,   08:44
ვრცლად
მაღალმთაში თოვლი - გარემოს ეროვნული სააგენტო 28 ოქტომბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში შესაძლოა თოვლი აღინიშნოს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. 29 ოქტომბერს გამოიდარებს და 2 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

თბილისში 2 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება. 28 ოქტომბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.

დღის ამბები