"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე დეპუტატ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"კიდევ ერთი უმაგრესი, უკეთილშობილესი და უსაყვარლესი მეგობარი დავკარგეთ. ხუთ წელზე მეტი ხანი ცდილობდა გადაეტანა წარმოუდგენელი ტკივილი, მაგრამ ვეღარ გაუძლო..." - წერს მამუკა მდინარაძე Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი დილით, ოჯახის წევრებმა იპოვეს.