დედაქალაქის მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. სხდომაზე 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.
"დღევანდელი მთავრობის სხდომა ვერ იქნება ჩვეულებრივი ფორმატის. 13 ოქტომბრის ტრაგიკულმა დღემ სრულად შეცვალა არათუ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დღის წესრიგი, არამედ მთლიანად ქალაქი. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო პატარა გმირის, მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, თბილისს, სრულიად საქართველოს. გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მარიტას ხსოვნას," - განაცხადა კახა კალაძემ.