05 ოქტომბერი 2026,   02:58
ვრცლად
უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია წალენჯიხაში გადაასვენეს

უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია წალენჯიხაში გადაასვენეს. დაღუპულ მებრძოლს მშობლიურ კუთხეში საქართველოსა და უკრაინის დაშვებული დროშებით დახვდნენ. ისმოდა ორი ქვეყნის ჰიმნიც, ედიშერ კვარაცხელიას ხვალ დაკრძალავენ.

კვარაცხელია უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა. იყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მონაწილე. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 10 ოქტომბერს გავრცელდა. კვარაცხელია მე-20 ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის შეჭრას ემსხვერპლა.

დღის ამბები