03 ივლისი 2026,   00:36
ვრცლად
კიევში, წინასწარი მონაცემებით, იერიში "კამიკაძე დრონებმა" განახორციელეს - უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული

აფეთქებები კიევში - დაახლოებით ერთი საათის წინ უკრაინის დედაქალაქში, წინასწარი მონაცემებით, იერიში "კამიკაძე დრონებმა" მიიტანეს.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სულ მცირე 4 აფეთქებიდან ერთ-ერთი დედაქალაქის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში მოხდა. დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი. ადგილზე ამ წუთებში სახანძრო ბრიგადები და ექიმები მუშაობენ. დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

მთელ კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები