05 ივლისი 2026,   20:41
ვრცლად
თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში, შახტში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა

თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში შახტში მომხდარი აფეთქებისას, გარდაცვლილთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

თურქეთის ერთ-ერთ ქალაქ ბარტინში მდებარე შახტში აფეთქება პარასკევს მოხდა. 300 მეტრის სიღრმეზე ხანძარი გაჩნდა. შახტში ამ დროს 115 ადამიანი იმყოფებოდა.

ტრაგედიის ადგილი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოინახულა. შეკრებილებთან სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა განაცხადა, რომ ავარიებს შახტებში ბოლოს მოუღებს.

"რა თქმა უნდა ჩვენ დავადგენთ როგორ მოხდა აფეთქება და არის თუ არა ვინმე დამნაშავე. ჩვენ უკვე დავიწყეთ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება," - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

ოფიციალური უწყებების ცნობით, აფეთქების შემდეგ შახტიდან 58 ადამიანი დამოუკიდებლად ამოვიდა. 11 ადამიანი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

დღის ამბები