მომხდარი ტრაგედიის გამო მცხეთობის სახალხო -სადღესასწაულო ღონისძიებები აღარ გაიმართება. მოსახლეობას საშუალება ექნება სვეტიცხოვლის ტაძარში წირვა-ლოცვას დაესწროს, სხვა ყველა ღონისძიება კი გაუქმებულია. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
მცხეთაში წირვას პატრიარქი აღავლენს. სვეტიცხოველში იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.
დეკანოზი, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე გარდაცვლილი გოგონას ოჯახს უსამძიმრებს.
"ყველას ვუსამძიმრებ ამ ტრაგედიას. ღმერთს შევთხოვთ ამ ადამიანის ჩვენი შვილის სასუფევლის დამკვიდრებას და ამისთვის ვილოცებთ დღეს,"- აცხადებს ჯაღმაიძე.