ვისი ბრალელულობით გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი მოზარდი - მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ. შადრევანს, რომელიც ახლა უკვე ტრაგედიის ადგილია ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე სწავლობდნენ. დეტალურად არის გამოკვლეული და დათვალიერებული ის ელექტრო გაყვანილობა, რომელმაც გასართობი პარკი დანაშაულის ადგილად აქცია.
ეს ადამიანები, რომლების თბილისის მთავარ სამმართველოს ტოვებენ სკოლის თანამშრომლები, მათ შორის პედაგოგები, მანდატურის სამსახურისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები არიან. გამოიკითხავენ არასრულწლოვნებიც, 13 წლის მოზარდები და ტრაგედიის ადგილზე მყოფი არასრულწლოვნები, რომლებმაც კლასელის გარდაცვალებას საკუთარი თვალით უყურეს.
გამოკითხვები ისევ გრძელდება, თუმცა გამოძიების კითხვებს პასუხი უკვე გასცა სკოლის დირექტორმაც.
დანაშაულის შესწავლის პროცესში პირველები, ვისითაც გამოძიება დაინტერესდა, "გრინ სერვის პლიუსის" ხელმძღვანელები და თანამშრომლები არიან.კითხვებს პასუხი უნდა გასცენ მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებმაც. მათაც, ვინც ვაკის პარკში დასრულებულ სამუშაოებს ექსპერტიზა ჩაუტარა და უკვე განხორციელებული პროექტი ჩაიბარა.
ეს ქალაქის მერის სიტყვებია. კახი კალაძე გამოძიების დასრულებას ელოდება და მზად არის პასუხისმგებლობა თავადაც აიღოს. მერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ნიუ ჰოსპიტალში, მართვით სუნთქვაზე მყოფი ბავშვის მდგომარეობას გაეცნო.
შადრევანი, რომელმაც ბავშვის სიცოცხლე შეიწირა ახლა წყლისგან დაცლილი და გამორთულია. წყალში ჩავარდნილი ბურთის ამოსატანად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილს გული საავადმყოფოში მიყვანამდე გაუჩერდა, ორი კი დაშავდა. რატომ იქცა ყველასათვის საყვარელი პარკი ტრაგედიის ადგილად ახლა ამ შეკითხვაზე პასუხს მთელი საქართველო ელოდება.