კულტურის სამინისტრომ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის აკადემიურ დასს საჩუქრად ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა.
თეა წულუკიანმა ახალი სასცენო სამოსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე ბევრი გამოწვევაა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა კი მაღალი ხარისხის, სპეციალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობაა.
"იმ ანსამბლის საჭიროებები, როგორის არის "სუხიშვილები" გაცილებით დიდია, მაგრამ ვფიქრობ, ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. სახელმწიფომ მოძებნა თავის თავში ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ იმ პასუხისმგებლობებს უპასუხოს რაც ჩვენი პასუხისმგებლობებია,"-აცხადებს თეა წულუკიანი.