22 სექტემბერი 2026,   19:56
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით ღვინის დღეები აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით ღვინის დღეები აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად ფესტივალი ლაგოდეხში ჩატარდა. ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობები გაიმართა. მოეწყო ღვინისა და ქართული ტრადიციული კერძები დეგუსტაცია. საზეიმო ღონისძიება სუხიშვილების კონცერტით დასრულდა.

ანალოგიური საღამო მოეწყო გურჯაანშიც. მსმენელის საზეიმო განწყობაზე თბილისიდან მოწვეულმა მომღერლებმა იზრუნეს. მანამდე კი ქალაქის ცენტრში მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა. ფესტივალი დღეს საგარეჯოში ჩატარდება.

დღის ამბები