თბილისი სახელმწიფო დაცვის სამსახურების ასოციაციის რიგით მე-18 კონფერენციას მასპინძლობს.
ღონისძიებას 45 ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს, ნატოს და ევროპის ცენტრალური პოლიციის წარმომადგენლები ესწრებიან. კონფერენციაზე იმსჯელეს თანამედროვე საფრთხეებსა და გამოწვევებზე. მე-18 კონფერენცია სამდღიანია.
"ეს ასოციაცია თავისთავად არის ძალიან კარგი პლატფორმა, სადაც შეიძლება მიიღო და გაიზიარო მონაწილე ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება, მიიღო მათგან ინფორმაცია, დახმარება. ძალიან მზარდია დაინტერესება საქართველოს მიმართ. ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ევროპის რეგიონში გვაქვს საკმაოდ მძიმე ვითარება უნდა გამოვძებნოთ შესაძლებლობა და უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნისთვის სტაბილური და უსაფრთხო გარემო,"-აცხადებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.