მორიგი სარაკეტო თავდასხმა ზაპორიჟიაზე - დანგრეულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, არის მსხვერპლი. ზაპოროჟიას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დაბომბვის შედეგები ზუსტდება.
იერიში მიიტანეს ოკუპანტებმა სუმის დასახლებებსაც. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოლქი სულ მცირე 70-ჯერ დაიბომბა. დაღუპულია 1 სამოქალაქო პირი.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ოკუპანტებმა შავ ზღვაში რაკეტმტყორცნების რაოდენობა მკვეთრად გაზარდეს. ყირიმის სანაპიროსთან ამჟამად 11 რუსული ხომალდი მანევრირებს.