იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში, სვანეთში დაცულ ქურაშის ოთხთავს რესტავრაცია ჩაუტარდება.
ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, IX-X საუკუნეების პალიმფსესტური სახარება, რესტავრაციისთვის თბილისში დღეს ჩამოიტანეს.
უნიკალური ხელნაწერი ეროვნულ არქივში სარესტავრაციო სამუშაოებისთვის 18 თვეს დარჩება, შემდეგ კი, კვლავ ეცერის თემში დაბრუნდება.