საუბრის დროს ხშირად ვიყენებთ ისეთ ფრაზებს, რომელიც ყველასთვის კარგად ნაცნობია, თუმცა ცოტამ თუ იცის საიდან მოდის ეს გამოთქმები და ვის უკავშირდება, ერთ-ერთი მათგანია "მარილზე გავიდა".
ამ გამოთქმის ისტორია შუა საუკუნეებიდან მომდინარეობს. მაშინ,როდესაც საქართველოში მარილი არ იშოვებოდა და მის მოსატანად წინაპრები აღზევანში მიდიოდნენ, რომელიც დღევანდელი თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ხშირად მათ ყაჩაღები ესხმოდნენ თავს და კლავდნენ. ამიტომ მარილზე წასვლა, ხშირ შემთხვევაში, სიკვდილთან ასოცირდებოდა.
ამ სიტყვაშეთანხმებას სწორედ მაშინ ვიყენებთ, როცა მეგობრებს, ან ახლობელს ვესაუბრებით და ვინმეს გარდაცვალებას ვამცნობთ.