05 ოქტომბერი 2026,   05:00
ვრცლად
eSIM ბილაინის ქსელში - გააქტიურე ციფრული სიმ ბარათი სახლიდან გაუსვლელად

Embedded SIM (eSIM) ტელეფონში ჩაშენებული ვირტუალური სიმ ბარათია, რომელიც აბონენტებს ყველა იმ სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც ფიზიკური სიმ ბარათის შემთხვევაშია ხელმისაწვდომი.

eSIM-ის შეძენა მარტივად და სწრაფად, სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი - დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ბილაინის ვებ-გვერდის მეშვეობით. eSIM-ს აქვს არაერთი უპირატესობა ფიზიკურ ბარათთან შედარებით - მაგალითად, ის არ იკარგება და ფიზიკური სიმ ბარათის მობილურში მოთავსების უხერხულ პროცედურასაც აგაცილებთ.

ბილაინის eSIM-ის შეძენის პროცესი  მარტივი ეტაპებისგან შედგება და იწყება ტელეფონის ნომრის არჩევით, შემდეგ სმარტფონის მოდელის მითითებით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვით და ფოტოს გადაიღებთ ვებგვერდის მეშვეობითვე. პროცესის დასასრულს, მიიღებთ QR კოდს და მისი დასკანირებით ხდება eSIM-ის აქტივაცია. იმ შემთხვევაში თუ წაგეშალათ eSIM-ი, ბილაინი საშუალებას გაძლევთ იმავე QR კოდით უფასოდ აღადგინოთ.

კიდევ უფრო მეტი სიმარტივისთვის, ბილაინის ვებ-გვერდზე წარმოდგენილია აქტივაციის პროცესის აღმწერი ვიდეოები და დეტალური ინფორმაცია, როგორც iOS ასევე Android ოპერაციული სისტემების სმარტფონებისთვის.

eSIM-ის ღირებულება  5₾  შეადგენს. ბილაინის აბონენტებს ფიზიკური სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის შესაძლებლობაც აქვთ, ასევე სახლიდან გაუსვლელად და მისი ღირებულება 5₾ შეადგენს. როგორც eSIM-ის ყიდვის, ასევე ფიზიკური სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის შემთხვევაში, აბონენტები ბილაინისგან 5GB ინტერნეტს საჩუქრად მიიღებენ.

eSIM-ის აქტივაცია ფიზიკურ სიმ ბარათთან ერთადაც ხდება, შესაბამისად აბონენტებს ერთდროულად ორი ნომრით სარგებლობა შეუძლიათ.

მოწყობილობები, რომლებთაც eSIM-ის მხარდაჭერა აქვთ:

Apple :iPhone 12 • iPhone 12 Pro • iPhone 12 Pro Max • iPhone 12 Mini • iPhone 11 • iPhone 11 Pro • iPhone 11 Pro Max • iPhone SE 2 (2020) • iPhone XS • iPhone XS Max • iPhone XR;

Samsung: Galaxy S20 series • Galaxy S21 series • Galaxy Note20 series • Galaxy Z Flip • Galaxy Z Fold2 • Galaxy Z Fold3|Z Flip3;

Huawei : P40 • P40 PRO;

Google Pixel: Pixel 3 • Pixel 3 XL • Pixel 3A XL • Pixel 3A • Pixel 4 • Pixel 4 XL • Pixel 4A • Pixel 5

 

(R)

დღის ამბები