შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ჯეიმს კობი დღეს მოინახულებს.
საქართველოში ნობელის პრემიის ლაურეატი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ჯეიმს კობი ორშაბათს ჩამოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ თავდაპირველად ჯეიმს კობის სამუშაო აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იყო წარმოდგენილი, რის გამოც პროფესიული განვითარების საბჭომ საქმეში ჩასართავად მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შემდეგ კი ცენტრ "ემპათიამ" ჯეიმს კობის საქმიანობასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტები წარადგინა.
.