01 დეკემბერი 2022,   17:55
ვრცლად
"ცილისწამების კონკრეტული ფაქტები მოვინიშნე და აუცილებლად პასუხს მოვთხოვ ქალბატონ ნატალიას" - ნელი დოროყაშვილი ყოფილ დედამთილზე

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის განცხადებით, ბასილაშვილის დედამ ნატალია ნაჭყებიამ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ცრუ ინფორმაცია ისაუბრა, შესაბამისად, შესაძლოა ცილისწამებაზე მასაც უჩივლოს.

"მოვისმინე ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია, თუმცა სხვა მოლოდინები არ მქონდა, იმიტომ რომ მათ ეს პოზიცია აქვთ 2 წელია და არ აღიარებენ ბრალს. ცილისწამებას რაც შეეხება, ეს კონკრეტული ფაქტები მოვინიშნე და აუცილებლად პასუხს მოვთხოვ ქალბატონ ნატალიას," - განაცხადა ნელი დოროყაშვილმა. 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ჩოგბურთელის დედა ნატალია ნაჭყებია. ძალადობაში ბრალდებული ცნობილი ჩოგბურთელის სასამართლო პროცესი გრძელდება. სხდომას პირველად დაესწრო თავად ნიკოლოზ ბასილაშვილი. 

დღის ამბები