05 ოქტომბერი 2026,   18:46
ვრცლად
"თბილისობა 2022" - დედაქალაქის მერი ორბელიანის მოედანსა და რიყის პარკში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო

დედაქალაქის მერი ორბელიანის მოედანსა და რიყის პარკში "თბილისობა 2022"-სადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაესწრო.

კახა კალაძემ მოედანზე განთავსებული პავილიონები დაათვალიერა და დედაქალაქის მოსახლეობას "თბილისობის" დღესასწაული მიულოცა.

"ძალიან მიხარია, რომ ბევრი ადამიანია გამოსული. ადამიანები აღნიშნავენ, ერთობიან. ჩვენ ყველანაირი პირობა შევქმენით იმისთვის, რომ იყოს საინტერესო ეს ორი დღე დედაქალაქში ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ჩამოსული სტუმრებისთვის. მთელი ამ დღეების განმავლობაში გვაქვს კონკრეტული სამი ლოკაცია - ორბელიანის მოედანი, რიყის პარკი და გუდიაშვილის მოედანი, სადაც სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები იმართება მთელი დღის განმავლობაში. ხვალ საღამოს გვექნება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია,“ - ამბობს კახა კალაძე.

დღის ამბები