უკრაინაში, ფრონტის 2 ათას კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთზე სასტიკი ბრძოლებია - მათ შორის არის დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და მიკოლაევის ოლქები. ქვეყნის პრეზიდენტის ინფორმაციით, რამდენიმე ადგილას უკრაინას მორიგი წარმატებები აქვს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული სუ-25 ტიპის თვითმფრინავი და მი-8 ტიპის ვერტმფრენი გაანადგურეს. ასევე უკრაინის სამხრეთ ოპერატიული სარდლობის განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მიკოლაევის მახლობლად ირანული წარმოების კამიკაძე დრონი ჩამოაგდო, რომელსაც რუსული ჯარები მართავდნენ.
ცნობილი ხდება ასევე, რომ ქვეყნის სამხრეთში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსული საბრძოლო მასალის ხუთი საცავი და 40-ზე მეტი ოკუპანტი მოკლეს.
მიკოლაივში ღამით დაბომბვის შედეგად დაზიანებულია მაღალსართულიანი კორპუსები და კერძო სახლები.