უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი მთლიანად დაიკავეს - ინფორმაციას "ომის შესწავლის ინსტიტუტი" ავრცელებს.
მანამდე, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა მდინარე ოსკოლი გადაკვეთეს და ქალაქ კუპიანსკის აღმოსავლეთ ნაწილი დაიკავეს.
"ომის შესწავლის ინსტიტუტის" მონაცემებით, გეოლოკაციის კადრები ადასტურებს, რომ უკრაინულმა ძალებმა კუპიანსკში მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ ნაპირზე პოზიციები დაიკავეს.