უკრაინაში ომის 203-ე დღეა. 84 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსული ჯარების ავიაიერიშებს ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორიხივზე. თავდასხმის შედეგად განადგურებულია საცხოვრებელი სახლები.
მძიმე ბრძოლები გრძელდება დნეპროპეტროვსკის ოლქის მიმართულებით. ქალაქ ნიკოპოლზე რუსული ჯარების თავდასხმის შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, მოსახლეობას შეეზღუდა წყალმომარაგებაც.
აფეთქებების ხმა ისმოდა მთელი ღამის განმავლობაში სუმის ოლქში, დაბომბილია რეგიონის რამდენიმე დასახლება. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.