20 ადამიანი დაიღუპა ავტოკატასტროფის შედეგად მექსიკაში. ჩრდილოეთ შტატ ტამაულიპაში ავტობუსი სატვირთო ტანკერს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ორივე მანქანა მთლიანად დაიწვა.
ავტობუსს მგზავრები ჰიდალგოს შტატიდან ქალაქ მონტერეისკენ გადაჰყავდა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.