ევრო გაუფასურებას გაანგრძობს. საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ევრო უფრო ნაკლები ღირს, ვიდრე დოლარი. ეს ბოლო 20 წელიწადში ევროს გაუფასურების ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელია.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, ევროზონის ვალუტა თითქმის 12 პროცენტით გაუფასურდა.
ევროს გაუფასურების ფონზე კი, მნიშვნელოვნად მყარდება ამერიკული დოლარი. სხვა გლობალურ ფაქტორებთან ერთად, ევროს გაუფასურების მიზეზად, ევროზონაში მაღალი ინფლაცია სახელდება.