



სპეცოპერაცია თბილისში - დაკავებულია სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი. არსებული ინფორმაციით, გოგაშვილის დაკავების ოპერაცია მის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა. კადრებს სოციალურ ქსელში ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახი ავრცელებს.
რას ედავებიან სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს? დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია. გოგაშვილის სახლთან საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
"კურიერის" ინფორმაციით დაკავებული სოსო გოგაშვილი, ამ დროისთვის, სახლიდან გადაყვანილი კვლავ არაა და მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.
კომენტარი გააკეთა სოსო გოგაშვილის შვილმა, მისი თქმით, მამამისი აბსურდული ბრალითაა დაკავებული:
"როგორ შეიძლება, რომ ადამიანს, რომელსაც ქვეყანა უყვარს, უანგაროდ და მოქმედებს ისე, როგორც ქვეყანას და ხალხს სჭირდება და სიმართლის თქმის არ ეშინია, ეს ყოფილა დასჯადი. აბსურდული ბრალია, თურმე 2021 წელს რომ რაღაც ჩანაწერები გავრცელდა, მაშინ მამაჩემი იყო. ტელეფონები წაიღეს, პლანშეტები, ჩამწერი რაცაა...
უბრალოდ, ერთი თხოვნა მაქვს, ემოციური ფონი მაქვს ახლა, ცოტა დავლაგდები, დავწყნარდები და აუცილებლად შეგეხმიანებით. არ მინდა, რომ ხელი შევუშალო რამე საგამოძიებო მოქმედებას იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი რაღაც პასუხით მამაჩემი დაზიანდეს," - განაცხადა ნიკა გოგაშვილმა ჟურნალისტებთან.