29 იანვარი 2023,   16:41
ვრცლად
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზაზე ოქტომბრის ბოლომდე შეზღუდვა დაწესდა - რომელ დღეებში იქნება გადაადგილება შესაძლებელი​

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის ნაწილზე დაწესებული შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ12-კმ32 მონაკვეთზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება სტიქიის შედეგად წარმოქმნილი მეწყრულ-ეროზიული პროცესების შემაკავებელი ღონისძიებები. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2022 წლის 16 ივლისიდან 31 ოქტომბრამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია ყოველი თვის შაბათს 15:00 სთ-დან ორშაბათს 09:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია​

დღის ამბები