



უბედური შემთხვევა თბილისში. გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვალების სავარაუდო შემთხვევა დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე დაფიქსირდა.
ცოლ-ქმრის ცხედრები გაზის ჩვენების ჩასაწერად მისულმა ქალმა აღმოაჩინა. მიზეზი სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციაა.
მეზობლების ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში ღია წვის კამერიანი წყლის გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.
შემთხვევას გამოძიება სწავლობს.