



ქართული საგალობლები წმინდა პეტრეს ტაძარში. რომის პაპმა, ფრანცისკემ, პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო მესა აღავლინა, რის შემდეგაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ დაფუძნებული სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, ილია მეორის დაწერილ "ავე მარიას " შეასრულებს. პეტრეს ტაძარში "შენ ხარ ვენახიც" აჟღერდება.
ისტორიულ მოვლენას რომის პაპი და საქართველოს კულტურის მინისტრი ესწრებიან.