



ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი კახეთში. 68 წლის მამაკაცს ორი ახალგაზრდა - აქედან ერთი არასრულწლოვანი, სასტიკად ყვარლის მუნიციპალიტეტში გაუსწორდა.
სავარაუდო, მოძალადეებმა მომხდარი მობილური ტელეფონით გადაიღეს, რაც შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა. მიყენებული დაზიანებებით მამაკაცი საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ის თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრში მკურნალობს.
ხანდაზმული მამაკაცის სასტიკად ცემის გამო ახალგაზრდები დაკავებულები არიან - მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ. ასევე ცნობილი ხდება, რომ დაკავებამდე მათ მომხდარის გამო ადგილობრივი მოსახლეობა ფიზიკურად გაუსწორდა
მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა პროკურატურამაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულს ფული წაართვეს, ითხოვდნენ დამატებით თანხასაც, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაღებული მასალის გავრცელებით იმუქრებოდნენ.