



საჩხერე-ონის საავტომობილო გზის მე-12 კილომეტრზე (სოფელი უზუნთა) მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა, ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა