



დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ბლოკირებული იყო ფოთში, ფალიაშვილის ქუჩა. მოსახლეობა ტერიტორიაზე მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებას აპროტესტებს. მათი თქმით, ყოველდღიურად ტრაილერებისა და სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების გამო მათ მუდმივად აწუხებთ ხმაური და მტვერი.
გარდა ამისა, მათივე თქმით, ქუჩაზე გადაადგილება საფრთხის შემცველია. მოსახლეობა ითხოვს მოხდეს ქუჩის განტვირთვა, უმოკლეს დროში საფარის მოწესრიგება, საგზაო ნიშნებისა და ვიდეო კამერების მონტაჟი.
რა პოზიცია აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას - ფოთის მერიაში კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.