09 ოქტომბერი 2026,   02:05
ვრცლად
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2021 წელს 2020 წელთან შედარებით 2-ჯერ მეტი იყო - საქსტატი წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 152.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია 2020 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის გაზრდით.

საქსტატის მონაცემებს გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი.

"ყველა მიმართულებით ვხედავთ პირდაპირი ინვესტიციების გაუმჯობესების ტენდენციას, ეს პირდაპირ არის კავშირში მათ შორის გაუმჯობესებულ რეიტინგებთან," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები