15 ივნისი 2026,   18:20
ვრცლად
ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს ბრალს დრეს ოფიციალურად წარუდგენენ

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით, ქუთაისში, რუსთავსა და ბორჯომში დღეს 4 პირი დააკავეს. დაკავებულებიდან სამი ბორჯომში, ადგილობრივი ბიზნესმენის რეკეტში, ხოლო ერთი ქუთაისში, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ბიზნესმენისთვის დიდი ოდენობით თანხის და ძვირადღირებული ავტომობილის გამოძალვაშია ბრალდებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორივე დანაშაულებრივი ეპიზოდის შესახებ ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა. დაკავებულებს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.

აღნიშნულ საქმეზე საქმეზე დაკავებულები არიან ლაშა ჯავახაძე, ნიკოლოზ შელია დავით წიქარიშვილი, ასევე კრიმინალური "ავტორიტეტი" ირაკლი დანგაძე, ე.წ. კანონიერი ქურდის, გია სოხუმსკის შვილი. საქმის მასალებში დევს აუდიო და ვიდეო მტკიცებულებებიც. სადაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებებია ასახული. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები