15 ივნისი 2026,   17:06
ვრცლად
22 წლის ორსული გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ქმრის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

22 წლის ორსული გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ქმრის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. მას ბრალის დადგენილება უკვე გააცნეს.

შემთხვევა 2 დღის წინ ვარკეთილში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა 5 თვის ორსული გოგონა ცივი იარაღით 1 წლის შვილის თვალწინ მოკლა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა დანით ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. შესაბამისი სამსახურები კი თავად ბრალდებულმა გამოიძახა.

დღის ამბები