ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას არ დასწრებია.
გაბუნიამ ამის მიზეზად უწყების გადაბარების პროცესი დაასახელა.
"დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა. უამრავი სხვა პრიორიტეტია კიდევ ჯანდაცვის სამინისტროში, გადაბარების პროცესში, ამიტომ ვფიქრობ, მისი დრო შესაბამისად გადანაწილდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.