28 იანვარი 2022,   20:36
ვრცლად
46 გარდაცვლილი და 3 410 დადასტურებული შემთხვევა - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ის ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 46 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 732 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 37 714 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 20 679, ხოლო PCR ტესტით -  17 035.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 9,04%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 8,63%, ხოლო ბოლო 7 დღეში 8,33% შეადგინა. 

სულ ქვეყანაში ჩატარებულია - 2 234 180 აცრა, ხოლო 4 დეკემბერს ვაქცინირებულთა მონაცემმა 7 413 შეადგინა. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 36 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 458 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირთა რაოდენობა - 1 242 შეადგენს.

შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 865 293 შემთხვევა დადასტურდა,  მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა - 806 596, ვირუსს ემსხვერპლა 12 344 ადამიანი.

დღის ამბები