17 იანვარი 2022,   02:01
ვრცლად
გარკვეული შეშფოთებაა, ხომ არ იქნება ვაქცინა ამ შტამის დროს ნაკლებად ეფექტიანი - თენგიზ ცერცვაძე "ომიკრონის" საფრთხეებზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის - "ომიკრონის" გავრცელებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ჯანმოს არც ერთი სხვა შტამისთვის სტატუსი - "შეშფოთების ობიექტი", ასე სწრაფად არ მიუცია. 

"ანგარიში ჯანმო-ში შევიდა სამი დღის წინ, 24 ნოემბერს და 26-ში ჯანმო-მ უკვე მიანიჭა მას სტატუსი - "შეშფოთების ობიექტი". ჯანმო-ს არცერთი სხვა შტამისთვის ასე სწრაფად ეს სტატუსი არ მიუცია. ამის მიზეზი ისაა, რომ ძალიან ბევრი მუტაცია აქვს, გაცილებით მეტი, ვიდრე იყო ბრიტანულში, სამხრეთ აფრიკულში, ბრაზილიურში. ჯერჯერობით ეს შტამი აღმოჩენილია სამხრეთ აფრიკაში, ჰონგ-კონგში, ასევე ისრაელში და ბრიტანეთში, საეჭვო შემთხვევები არის ბელგიასა და გერმანიაში. ამ ახალი შტამის სახელწოდება გახლავთ "ომიკრონი".

ჯერჯერობით უცნობია ვრცელდება თუ არა უფრო სწრაფად და იოლად, ვიდრე "დელტა" შტამი; იწვევს თუ არა მძიმე დაავადებას და მეტ სიკვდილობას, ვიდრე "დელტა" შტამი; მგრძნობიარეა ვაქცინების და მონოკლონური ანტისხეულების მიმართ, თუ მასზე ნაკლებად მოქმედებს ვაქცინა. ეს მაჩვენებლები ჯერჯერობით უცნობია, ვინაიდან ძალიან ცოტაა ამ ვირუსით ინფიცირების შემთხვევები. არის გარკვეული მოლოდინი და შეშფოთება, ხომ არ იქნება ვაქცინა და მონოკლონური ანტისხეულები ამ შტამის დროს ნაკლებად ეფექტიანი. ჯერჯერობით მსგავსი მონაცემები არ არის, ეს შტამი არ გამხდარა დომინანტი არცერთ ქვეყანაში და 99% მოდის "დელტა" შტამზე. ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული ამ შტამის, უბრალოდ მაღალია ამ შტამის შესაძლო გავრცელებით ჯანმოს შეშფოთება,"- განაცხადა ცერცვაძემ.

დღის ამბები